ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯავახიშვილმა ვერცხლის, მიშველიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილი (73კგ) ფინალში იაპონელ კეიტო კიჰარასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტირნირზე მესამე ადგილისთვის იჭიდავა მეორე ქართველმა, გიორგი მიშველიძემ (73კგ), რომელმაც ბრაზილიელ ანტონიო მედიერეს ნეტოს სძლია და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებს ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.