ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა | ხელბურთი (ფოტო)
თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ტურნირი 19 აგვისტომდე გაგრძელდება.
ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ფინეთი, ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია არიან . საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ტურნირის გახსნის მატჩი გაიმართა – საქართველოს ნაკრების ფინეთს შეხვდა.
მატჩი დაძაბულად წარიმართა და გამარჯვების მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მატჩის ბოლო წუთზე ფინეთი დაწინაურდა და სტუმრები შეხვედრის მოგებასთან ძალზედ ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წამზე საქართველომ ანგარიში გაათანაბრა და ტურნირის პირველი ქულა მოიპოვა – 25-25.
მეორე შეხვედრას საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ხვალ 17:00 საათზე გამართავს. მათი მეტოქე ბელარუსიის ნაკრები იქნება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი