„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო გერმანიაში წლის მწვრთნელად აღიარეს.
„მწვრთნელის როლი იმდენად ახალია ჩემთვის, რომ დათრგუნულად ვგრძნობ თავს ისეთი ჯილდოებით, როგორიც არის „წლის მწვრთნელი“. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემს სამუშაოს არ მოუტანია ეს ტიტული, არამედ ეს არის მთელი გუნდის შრომის შედეგი. ასე რომ, ჯილდო ეკუთვნის მთელ გუნდს. როგორც მწვრთნელი, მე მხოლოდ წარმოვადგენდი მათ“, – მოჰყავს ალონსოს სიტყვები Sky Sport Germany-ს.
გასულ სეზონში „ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგა პირველად მოიგო თავისი არსებობის ისტორიაში. ჩაბი ალონსოს გუნდმა მთელი ჩემპიონატი წაუგებლად გაიარა და უახლოეს მდევარ „შტუტგარტს“ 17 ქულით გაასწრო. „ლევერკუზენმა“ ასევე მოიგო გერმანიის თასი და მიაღწია ევროპის ლიგის ფინალამდე, რომელშიც 0:3 წააგო „ატალანტასთან“.