ცესკო თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
ცესკო თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

მონაცემები მოიცავს 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 2 668 უბნის შედეგებს.

1 – მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – „ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია – 47,71%, „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძე – 28,84%;

2 – ვაკის რაიონი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე – 42,18%, „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია – 35,89%;

3 – საბურთალოს რაიონი – „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 44,99%, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი – 18,63%;

4 – ისნის რაიონი – „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი – 47%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ხატია დეკანოიძე – 25,45%;

5 – სამგორის რაიონი – „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარი 46,61%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ხაბეიშვილი – 38,23%

6 – დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – „ქართული ოცნება“ გიორგი ვოლსკი 44,31%, დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე 20,04%;

7 – ნაძალადევის რაიონი – „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი – 45,67; „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი – 25,23%;

8 – გლდანის რაიონი – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნიკანორ მელია – 43,94%; „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი 42,68%.