ცესკო-სთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგნელები საპროტესტო აქციას მართავენ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგნელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ განთავსებულ რკინის ჯებირზე საღებავით წარწერები გააკეთეს- „გამყალბებლები“, „გაყალბების ბიურო“ .
„ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ პერმანენტულად, ქალბატონმა თამარ ჟვანიმ უნდა იცოდეს, რომ ის არის გამყალბებელი. ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლობას და ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიცია მობილიზებული.






