ცესკო - სალონიკის საარჩევნო უბანზე კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ხელახლა გამოაკრეს და პრობლემა აღმოიფხვრა 
ცესკო - სალონიკის საარჩევნო უბანზე კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ხელახლა გამოაკრეს და პრობლემა აღმოიფხვრა 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სალონიკში გახსნილ უბანზე პრობლემა მალევე აღმოფხვრა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა სალონიკის საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით.

„საბერძნეთში, სალონიკში ფაქტი დადასტურდა. გადავამოწმეთ, უმოკლეს ვადებში მოხდა პრობლემის აღმოფხვრა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია არ იყო გამოკრული. შემდეგ ხელახლა გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, სადაც კანდიდატი დავით ბაქრაძეც იყო მითითებული“, – განაცხადა მიქელაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ სალონიკში N37-ე უბანზე, უბნის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა და სადემონსტრაციო ოქმში მისი კანდიდატურა გადახაზა.