ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია ხმების დათვლის პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია ხმების დათვლის პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ყველა სააჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე, კანონის შესაბამისად დაიხურა.

საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესს, რათა კომისიის წერვების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

„თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და იმას, რომ უბანზე მყოფმა ყველა უფლებამოსლმა პირმა შეუფერხებლად მოახერხოს პროცესზე დაკვირვება“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.