ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბნის ხმათა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბნის ხმათა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბნის ხმათა დათვლის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავის მე-12 საარჩევნო ოლქში დათვლილია 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:

N34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე – 2 634 ხმა (6.952%);

N​41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი – 34 333 ხმა (90.612%);

N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი – 923 ხმა (2.429%).