ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ლადო კახაძემ 62.19 პროცენტი მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ 37.81 პროცენტი

23:35, 09.06.2019

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 18 უბნის დათვლის შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 62.19 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 37.81 პროცენტი.

არჩევნები სულ 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მსგავსი