ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი „ევროპულმა საქართველომაც“ შეიტანა
ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი „ევროპულმა საქართველომაც“ შეიტანა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი „ევროპულმა საქართველომ“ შეიტანა.

როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უხეშად დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობა. მისი განმარტებით, კანონის თანახმად, ცესკო ვალდებული იყო, საპრეზიდენტო არჩევნები უქმე დღეს, კვირას დაენიშნა.

„ამის ნაცვლად, არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნა, რითაც მნიშვნელოვანი შეფერხება ექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს, ასევე ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელსაც სხვა რაიონში უწევს არჩევანის გამოსახატად წასვლა. ეს სწორედ ის ამომრჩეველია რომელმაც პირველ ტურში მწარე მარცხი აგემა „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ასეთი ტიპის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არის ცალსახად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა გააუქმოს“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მისი განმარტებით, დიდი ალბათობით, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ სარჩელები გაერთიანდება. როგორც აბესაძე ამბობს, სასამართლო ვალდებულია ,აღნიშნული სარჩელი შემჭიდროებულ ვადებში, ორ დღეში განიხილოს.

არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნის გამო, ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“  შეიტანა.