ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა
პარლამენტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია შეისწავლეს და პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წარუდგინეს გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურები.