ცესკო-ს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცესკო-ს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აგრძელებს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ამჯერად გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა და მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

„საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ის ძირითადი თემა, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობის დროს იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მზადების პროცესს. ცესკო-ს თავმჯდომარემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.