ცესკო-ს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით „პატრიოტთა ალიანსმაც“ მიმართა
ცესკო-ს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით „პატრიოტთა ალიანსმაც“ მიმართა

ვერ ვხედავ იმის მოტივს, რომ ჩვენი განცხადება რაიმე ფორმით შეიძლება, ლეგიტიმაციას იწვევდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას კანონი ავალდებულებს.​

„პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას იღებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე. კანონშია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად უნდა მიმართონ განცხადებით და ჩვენც მივმართეთ, ვითხოვთ იმ დაფინანსებას. საერთოდ რომ არ ჩატარებულიყო 2020 წლის არჩევნები, მაინც გვეკუთვნოდა. ვერ ვხედავ იმის მოტივს, რომ ჩვენი განცხადება რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას იწვევდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. არ ვთვლით, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაფინანსების მიღების თაობაზე, რაიმე ფორმით აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ეს ასე არ არის. არ ვთვლით, რომ დაფინანსების მიღება ლეგიტიმაციას აძლევს გაყალბებული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.