ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძეს 54.702 პროცენტი აქვს, დავით კირკიტაძეს 45.298 პროცენტი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 54.702 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 45.298 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, რუსთავში სულ 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 (21.591%) უბანზე.