ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რუსთავში დათვლილია უბნების 100 პროცენტი და ნინო ლაცაბიძეს ხმების 53.72 პროცენტი აქვს, ხოლო დავით კირკიტაძეს 46.28 პროცენტი

02:19, 31.10.2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს ხმების 53.72 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 46.28 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 88-ვე (100%) უბნის მიხედვით.

მსგავსი