ცესკო-ს მონაცემებით, ხუთ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს
ცესკო-ს მონაცემებით, ხუთ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთ ოლქში გრიგოლ ვაშაძე, ხუთში კი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დედაქალაქში ჯამურად 153 204 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი – 149 044 ხმა.

რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი. შედეგები თვითმმართველ ქალაქებში ასე გამოიყურება:

რუსთავი, 84 უბნიდან დათვლილია 81 უბნის შედეგები –  გრიგოლ ვაშაძემ ხმების 47,15 პროცენტი მიიღო, რაც 21 775 ხმაა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 24,34 პროცენტი, 11 242 ხმა;

ქუთაისი 123 უბნიდან 122 უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 46,98 პროცენტი, 29 585 ხმა აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 28,67 პროცენტი, 18 058 ხმა;

ბათუმში 102 უბნიდან 100 უბნის მონაცემები – გრიგოლ ვაშაძე 44,78 პროცენტი, 27 368 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 33,91 პროცენტი, 20 722 ხმა;

ფოთი – 32 უბნიდან გრიგოლ ვაშაძე 39,82 პროცენტი, 6 775 ხმა, სალომე ზურაბიშვილი –  34,11 პროცენტი, 5 803 ხმა.