ცესკო-ს განკარგულების თანახმად, საარჩევნო ნომერი 4 მიენიჭა „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი პარტიას - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 
ცესკო-ს განკარგულების თანახმად, საარჩევნო ნომერი 4 მიენიჭა „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი პარტიას - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 

ცესკო-ს განკარგულების თანახმად, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ნომერი 4 მიენიჭა პოლიტიკურ სუბიექტს, „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი სუბიექტს – „ჩვენს გაერთიანებულ საქართველოს“. მანამდე ნომერი 4 ეკუთვნოდა „კოალიციას ცვლილებებისთვის“, ნომერი 5 კი – „ნაციონალურ მოძრაობას“.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ ცესკო-ს განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს მიენიჭათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:

№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“

№2 – „დემოკრატთა ალიანსი“

№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“

№4 – „ქართველ ერთობა“

№5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

№6 – „მესამე გზა“

№7 – „თავისუფალი საქართველო“

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№9 – „ძლიერი საქართველო – ლელო“

№10 − „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „საქართველო“

№12 – „მწვანეთა პარტია“

№13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№14 − „სახალხო ხელისუფლება“

№25 − „გახარია საქართველოსთვის“

№36 – „გირჩი“

№41 – „ქართული ოცნება“

ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.