ცესკო - ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი ნაწილობრივ შეავსეს, საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება
ცესკო - ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი ნაწილობრივ შეავსეს, საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი ნაწილობრივ, წინასწარ შეავსეს. აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს პრესსიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოქმს უბნის 14 წევრი აწერს ხელს, მათ შორის, პარტიების დანიშნული წარმომადგენლები.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი.

„ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში. ცალსახად გვინდა, განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის პროფესიონალურ დონეზე წარმართვისთვის“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.