ცესკო პარტიებს მიმართავს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად განახორციელონ
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
ცესკო-ს ცნობით, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით კომისიას განცხადება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 17 ივლისისა.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკო-ში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.