მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 13 ივნისს გაიმართება
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 13 ივნისს გაიმართება

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში, შუალედური არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 13 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება, ცესკო-ს პრესპიკერმა, ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა, 30 მაისამდე აქვთ.

რაც შეეხება მეორე ტურის გამართვის თარიღს, როგორც მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღიდან, 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს მეორე ტური და მისი ჩატარების ბოლო ვადა არის 13 ივნისი.

„საარჩევნო პროცედურები გრძელდება. ახლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი. კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი. რაც შეეხება თარიღს, კენჭისყრის დღიდან, 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს მეორე ტური და მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა არის 13 ივნისი“, – აღნიშნა მიქელაძემ.