ცესკო მომავალ წელს 72 მილიონი ლარით დაფინანსდება
ცესკო მომავალ წელს 72 მილიონი ლარით დაფინანსდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 72 569 700 ლარით დაფინანსდება. ამას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. შესაბამისად, არჩევნების ჩატარების ღონისძიებების დასაფინანსებლად 42.7 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. 14.3 მილიონი ლარით იგეგმება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება.

ცესკო-ს ბიუჯეტი 2018 წელს 77.2 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი 27.5 მილიონი ლარი.