ცესკო - მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11 პროცენტი, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
ცესკო - მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11 პროცენტი, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.

ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკო-ს თავმჯდომარის ინიციატივით, საერთო ჯამში პირველ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები.

„მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. ორი ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.

გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – აცხადებენ ცესკო-ში.

დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, მოცემულია ბმულზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლინდა ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

გადათვლის პროცესი გუშინ დაიწყო. ხელახალი დათვლის პროცესზე დასწრება და დაკვირვება შეუძლიათ, უფლებამოსილ პირებს: დამკვირვებლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს.

დატოვე კომენტარი