ცესკო - მე-12 საარჩევნო უბანზე ინციდენტი ამოწურულია
ცესკო - მე-12 საარჩევნო უბანზე ინციდენტი ამოწურულია

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის 31-ივე საარჩევნო უბანი დროულად, 08.00 საათზე გაიხსნა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად გაავრცელებს ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

რაც შეეხება მე-12 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მოცემული დროისთვის საკითხი ამოწურულია და არანაირი პრობლემა აღარ არსებობს.

ხმაური იყო მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე. სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს. მისი თქმით, ეს არის გაყალბების სქემა.

ბრალდებას უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატირიათა” წარმომადგენელი.