ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა
ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა. შესაბამისი განკარგულებები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოხსნილ იქნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№37-დან №177-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).

განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.

დატოვე კომენტარი