ცესკო-მ 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: 🇳9 – „ძლიერი საქართველო – ლელო“; 🇳41 – „ქართული ოცნება“.
აღნიშნულ სუბიექტებს კანდიდატების წარდგენისთვის ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა (3 სექტემბერი) აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
შუალედური არჩევნებისთვის, ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.