ცესკო-მ 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საჭირო თანხების განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა
ცესკო-მ 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საჭირო თანხების განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დაამტკიცა.

№53 ვანისა და №55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს შუალედური არჩევნებისთვის თანხები ასე გადანაწილდა:

30,192 ლარს მიიღებს ვანის საოლქო საარჩევნო კომისია; 34,118 ლარს კი ხონის საარჩევნო კომისია.

ცესკო-ს დადგენილება, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აწერს, დღეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.