ცესკო - კახა კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის საარჩევნო უბანზე გამოყენებასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს
ცესკო - კახა კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის საარჩევნო უბანზე გამოყენებასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი დაირღვა.

„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დარღვეულია საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადეს ცესკო-ში.