ცესკო - არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია ცხრა ათასით არის გაზრდილი
ცესკო - არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია ცხრა ათასით არის გაზრდილი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია ცხრა ათასით არის გაზრდილი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ანა მიქელაძის განცხადებით, ამაში შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც 28ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის.

„ამომრჩეველთა სია დაახლოებით არის გაზრდილი ცხრა ათასი ამომრჩევლით, აქ საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ამაში შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის. 33 ათასზე მეტი მოქალაქის შესახებ ამოიღო ცესკო-მ ინფორმაცია, კანონიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებებისგან მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ. ამიტომ არის განსხვავებული მონაცემები იმ ციფრებთან შედარებით, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

დატოვე კომენტარი