ცესკო – ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 15.95 % შეადგინა, ყველაზე მაღალი აქტიურობით ამბროლაური გამოირჩევა 

13:09, 28.10.2018

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 15.95 % შეადგინა, რაც ჯამში 558755 ამომრჩეველია.

ცესკო-ს ინფორმაციით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამბროლაურის ოლქში 27,4 ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ყაზბეგში, სადაც საკუთარი პოზიცია 12:00 საათისთვისამომრჩეველთა  მხოლოდ 12 %-მა დააფიქსირა.

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მსგავსი