ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:40, 26.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ნ.ა. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ნ.ა. თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძარცვის, ქურდობის და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი