ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

10:33, 09.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ვ.ი. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ, ბრალდებულის  პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება – 1347 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი