ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

10:35, 13.03.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1979 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1977 წელს დაბადებული მ.ბ. სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი