ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ მიგრაცია დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზა არ არის
ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ მიგრაცია დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზა არ არის

ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ მიგრაცია დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზა არ არის. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვენიისა და სერბეთის მთავრობის მეთაურების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში.

„ევროპელი ბავშვების რაოდენობის გაზრდა არის გადამწყვეტი ევროპის ქრისტიანული კულტურისა და სხვა რელიგიური ტრადიციების მომავალი თაობების შენარჩუნებისთვის“, – ნათქვამია ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერების ხელმოწერილ განცხადებაში.

„მიგრაცია არ უნდა იყოს აღქმული როგორც მთავარი ინსტრუმენტი დემოგრაფიულ გამოწვევებთან საბრძოლველად“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

„ერთადერთი მდგრადი გამოსავალი, ევროპა არ გადაშენდეს, არის შობადობის მაჩვენებლის ზრდა“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ბუდაპეშტში გამართულ დემოგრაფიულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.