ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგა გულორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ქალაქ ჩხოროწყუში, სოფელ ჭოღაში, ნაკიანსა და ქვედა ჩხოროწყუში შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, წყალმომარაგების, კორპუსების შიდა ეზოების მოწყობის და გაზიფიცირების პრობლემები. სოფლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ, ასევე მოითხოვა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ასევე ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.