ცენტრალური აზიის ქვეყნები, გაერო-სთან თანამშრომლობით, ავღანეთის მხარდაჭერას გეგმავენ
ცენტრალური აზიის ქვეყნები, გაერო-სთან თანამშრომლობით, ავღანეთის მხარდაჭერას გეგმავენ

7 ივლისს ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთის საკითხზე ვიდეოკონფერენცია გამართეს.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ თურქმენეთისა და ავღანეთის საგარეო უწყებები, გაერო-ს პრევენციული დიპლომატიის ცენტრალური აზიის რეგიონულ ცენტრთან ერთად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ავღანეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში, გაერო-ს პრევენციული დიპლომატიის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გერმანი და სხვები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონულ თანამშრომლობაზე, ავღანეთში სამშვიდობო პროცესის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხების განვითარებაზე.

თავის გამოსვლაში თურქმენეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რაშიდ მერედოვმა აღნიშნა მსოფლიო საზოგადოების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის პოზიტიური შედეგი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

ამ პროცესში ხაზგასმით აღინიშნა ცენტრალური აზიის ქვეყნების როლი, რომლებიც ავღანეთთან ერთად, ერთიან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცეს ქმნის.

თურქმენეთის მხარის განცხადებით, განზრახული აქვთ გააძლიერონ პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში გაერო-სთან ერთად.