ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს თანამშრომლების ფოტოები ღობეზე გააკრეს.

მათი განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მთავარი გამყალბებელი ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაა.

დატოვე კომენტარი