ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ იმ ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელსაც ცესკო-ს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე გააცნო 2018 წლის 13 მაისს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტის შედეგები.

„ცვლილებები უკავშირდება მნიშვნელოვან საკითხებს და ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მივიღებთ. მათ შორის ეხება დისციპლინარული სანქციების საკითხს, ასევე არჩევნების დანიშვნისა და საწყისი პერიოდის ვადებს, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მოსარჩელეთა წრის გფართოვება, რომელიც როგორც დამკვირვებელს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელს ანიჭებს მეტ უფლებას, რომ გაასაჩივროს სხვადასხვა პროცესები. რაც შეეხება ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტს, ცაისში თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ჩავატარეთ სამ უბანში. ეს იყო ოფლაინ-სისტემით ჩატარებული და დაცული იყო ყოველგვარი ჰაკერული თავდასხმისგან და ვფიქრობთ, ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა წესი და მათ შორის ხმის მიცემის ფარულობის წესი იყო სრულად დაცული”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.