ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

17:12, 28.01.2023

ცენტრალური მაგისტრალის ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახური. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე აგრძელებენ მუშაობას.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი