ცენტრალურ და აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს ათი ადამიანი ემსხვერპლა
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს ათი ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს ათი ადამიანი ემსხვერპლა.

დაშავებულთა რაოდენობა 300-ს აღემატება, შესაბამის ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა და 218 დაშავდა ქალაქ უხანში, სადაც განადგურებულია 27-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 130 კი დაზიანებულია. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 30 ათასამდე ოჯახი.

ამასთან, ოთხი გარდაცვლილი და 150-მდე დაშავებულია ქალაქ შენგზეში.