„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო სხდომა ვერ შედგა
„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო სხდომა ვერ შედგა

საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე გურამ რჩეულიშვილის საბოლოო სიტყვის მოლოდინშია. დღეს სასამართლო სხდომა ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო ვერ შედგა.

სხდომები დაცვის მხარის მოთხოვნით ორი თვის განმავლობაში ვერ იმართებოდა.

იმისათვის, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებას დათანხმდეს, კომპანიამ უნდა შეარჩიოს ინვესტორი, რომელიც შეჩერებულ მშენებლობებს გააგრძელებს.

ამ დრომდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია M2-თან, თუმცა დაზარალებულებს ჯერ კონტრაქტი არ დაუდიათ.

„ოთხი თვის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ობიექტების შესწავლა, გაცნობა და საბუთების შეგროვება მიმდინარეობდა. ბოლო ერთი თვეა მე ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ხვალვე, რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კონტრაქტი“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა