„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა აქცია გამართეს
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა აქცია გამართეს

კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ცენტრ-პოინტსა“ და კომპანია „m2“-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში დაზარალებულები, მხარედ წარმოდგენილნი არ არიან, შესაბამისად, მათი თქმით, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მათ  მშენებლობების დასრულების რეალური გარანტიები არ აქვთ.

ისინი საქმეზე მიმდინარე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებზე საუბრობენ.

11:00 საათზე სასამართლოში სხდომა ე.წ მაგნოლიის ეპიზოდზე გაიმართება, რომელზეც გურამ და მაია რჩეულიშვილებს დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ ბრალად.

„ცენტრ-პოინტსა“ და კომპანია „m2“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ ობიექტებზე მშენებლობას დაასრულებს და ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში, ბინას ყველა დაზარალებული მიიღებს.

ფოტო – ქეთო სვანაძე