ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

1984 წელს დაბადებული ს.ო.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.