ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული სამი მძევალი გაათავისუფლა
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული სამი მძევალი გაათავისუფლა. ოფერ კალდერონი, იარდენ ბიბასი და კეიტ სიგელი „ჰამასის“ ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„ჰამასმა“ ორი მძევალი – ქალაქ ხან იუნისში, ერთი კი ქალაქ ღაზაში „წითელ ჯვარს“ გადასცა, რომელმაც გათავისუფლებული ადამიანები ღაზის სექტორში, ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზაზე მიიყვანა. პირველადი ფიზიკური და მენტალური შემოწმების შემდეგ ყოფილ მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელმა ოფერის ციხიდან პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა. პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, საერთო ჯამში, 183 პალესტინელი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.