ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა - ახალგაზრდები ლიეტუვასა და მალტას შეხვდებიან
ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა - ახალგაზრდები ლიეტუვასა და მალტას შეხვდებიან

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელები სექტემბერში ორ თამაშს ჩაატარებენ – 7 სექტემბერს ევროშესარჩევ ეტაპზე ლიეტუვას ეწვევიან, ხოლო 11 სექტემბერს ასევე სტუმრად, მალტას ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ცეცაძემ თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდი ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შემდეგ თბილისში შეიკრიბება, ლიეტუვაში კი 3 სექტემბერს გაემგზავრება.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი ჩოჩიშვილი (სიონი), ოთო გოშაძე (დინამო ბთ);

მცველები: დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი (ორივე – დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), ლუკა ნოზაძე, გურამ გიორბელიძე (ორივე – სიონი), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი თევზაძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი)

ნახევარმცველები: აკაკი შულაია, ნიკა ნინუა (ორივე – დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი).