ცე ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებულ სკრინინგ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა ფართოვდება
ცე ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებულ სკრინინგ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა ფართოვდება

ცე ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებულ სკრინინგ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა  ფართოვდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, წელს უკვე აღნიშნულ პროექტში დამატებით ექვსი რეგიონი ჩაერთო. ესენია: აჭარა, კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცე ჰეპატიტით, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგ პროექტი საქართველოს შვიდ რეგიონში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

„პირველადი ჯანდაცვის სკრინინგის გააქტიურება მნიშვნელოვანია, ადამიანს საშუალება ეძლევა პირველად ჯანდაცვაში მიმართვის შემთხვევაში ჩაიტაროს ძალიან მარტივად ტესტი. სწრაფი ტესტის გამოყენება ხდება ცე ჰეპატიტსა და აივ შიდსის შემთხვევაში. ეს პროექტი 2018 წელს დაიწყო სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში და ძალიან აქტიურად მოხდა დაავადებების გამოვლენა, ახლა უკვე გავრცელდა დამატებით სხვა რეგიონებში. დღეისთვის უკვე ჩართულია იმერეთი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და აქ პაციენტებს შეუძლიათ, ოჯახის ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში ჩაიტარონ ტესტირება ცე ჰეპატიტზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი, მკურნალობა დაასრულა 54 ათასმა ადამიანმა.