CCRC Georgia-ს კვლევების დირექტორის მოადგილე „მთავარის“ მიერ გავრცელებულ „ენდიაის“ კვლევის შედეგებზე - არაფერს ვამბობ პოლიტიკაზე, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცუდი დიაგრამაა​
CCRC Georgia-ს კვლევების დირექტორის მოადგილე „მთავარის“ მიერ გავრცელებულ „ენდიაის“ კვლევის შედეგებზე - არაფერს ვამბობ პოლიტიკაზე, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცუდი დიაგრამაა​

CCRC Georgia-ს კვლევების დირექტორის მოადგილე დასტინ გილბრეთი ​ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ „ენდიაის“ კვლევის შედეგებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„არაფერს ვამბობ პოლიტიკაზე, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცუდი დიაგრამაა“, – წერს დასტინ გილბრეთი.

გილბრეთი აზიარებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის მიერ „ტვიტერში“ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც თან ახლავს ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებული დიაგრამა.

„ტელეკომპანია მთავარი „ენდიაის“ კვლევის სასაცილო მანიპულაციას ახდენს. მათი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ აგებს, ხოლო მათი საყვარელი „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს. სწორედ ასე ცდილობენ ისინი იმედგაცრუებული მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა“, – წერს პაპუაშვილი.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს ჯამში 7 პროცენტი აქვთ.

ამასთან, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.​​ NDI-ისკვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.