CBS News-ის ცნობით, აშშ უკრაინელი და ლათინოამერიკელი მიგრანტების საიმიგრაციო განაცხადების განხილვას დროებით აჩერებს
CBS News-ის ცნობით, აშშ უკრაინელი და ლათინოამერიკელი მიგრანტების საიმიგრაციო განაცხადების განხილვას დროებით აჩერებს

აშშ დროებით აჩერებს უკრაინელი და ლათინოამერიკელი მიგრანტების საიმიგრაციო განაცხადების განხილვას.

კერძოდ, CBS News-ის ინფორმაციით, დროებითაა შეჩერებული ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი პროგრამების ფარგლებში უკრაინელებისა და ლათინოამერიკელი მიგრანტების მიერ შეტანილი საიმიგრაციო განაცხადების განხილვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია თაღლითობისა და უსაფრთხოების რისკების გამო.

CBS News-ის ცნობით, ბაიდენის „უკრაინისთვის გაერთიანების“ პოლიტიკის ფარგლებში აშშ-მა დაახლოებით 240 000 უკრაინელი მიიღო. მათგან ბევრმა შეიტანა განაცხადი, რომელიც მათ აშშ-ში ლეგალურად დარჩენის ან დასახლების საშუალებას მისცემდა. გამოცემის ცნობით, განაცხადების განხილვა შეჩერებული იქნება, ვიდრე ოფიციალური პირები პროცედურებს არ განიხილავენ.