ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს
ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს

ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ საზეიმო წირვა ცაგერის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, მომლოცველებმა ლიტანიობით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღევლინა.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და წმინდა ნაწილები ცაგერში მამათა მონასტერშია აღმოჩენილი. დღევანდელი ღონისძიებისთვის მომლოცველებთან ერთან ცაგერში ხონისა და სამტრედიის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტებიც ჩავიდნენ.