ცაგერში მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკების მშენებლობა სრულდება [ფოტო]
ცაგერში მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკების მშენებლობა სრულდება [ფოტო]

ცაგერში მურის ციხეებთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკებისა და კლდეზე დაკიდებული საფეხმავლო ბილიკის მშენებლობა სრულდება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ბილიკი, რომლის საერთო სიგრძე 1515 მეტრია, ტურისტებს მურის ისტორიულ ციხეებთან დააკავშირებს.

ბილიკებისა და კლდეზე დაკიდებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები ნოემბრის თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.

პროექტის საერთო ღირებულება 251242 ლარია.