ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს
ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს

ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე, „მაქსიმობა“ აღნიშნეს.

საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში, სადაც წმინდანის ნაწილებია დაკრძალული, პარაკლისი გადაიხადეს. მოგვიანებით, ცაგერის სამხატვრო გალერეაში მხატვარისა და ხატმწერის, რამაზ კორშიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

სადღესასწაულო ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წარმოშობით ბიზანტიელი წმინდანი მაქსიმე აღმსარებელი მეშვიდე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი 662 წელს ცაგერში აღესრულა.